“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) ხელშეკრულებას გააფორმებენ

319

31 ივლისს, ორშაბათს, 10:30 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი დაფინანსების ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის ერთერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და ევროპული პოლიტიკის დამკვიდრებას მსოფლიოს 140 ქვეყანაში მხარს  უჭერს.

საქართველოსთან მიმართებაში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი პირველი არასაფინანსო, კერძო ორგანიზაციაა, რომელსაც ბანკი პირდაპირი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს.

Comments
Loading...