“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

311

დღეს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი,  პეკინის ქუჩაზე,  ცენტრალურ მაგისტრალზე მთავარ სამუშაოებს დაასრულებს. კომპანიამ სამუშაოები, გერმანელ ექსპერტებთან ერთად ჩაატარა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს, 1000 მმ-იანი მაგისტრალის 1.3 კმ სიგრძის მონაკვეთი ევროპული ტექნოლოგიით განახლდა და ექსპლუატაციაში გასაშვებად ჰოდროტესტირება ჩაუტარდა.

პარალელურად, 1000 მმ-იანი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი  ურდული დამონტაჟდა და  500 მმ-იანი წყალსადენის ქსელის დამცლელი მოეწყო.

მომავალი კვირიდან, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განსახორციელებელი სამუშაოების დასკვნით ეტაპზე გადავა – პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს, წყალსადენის 355 მმ-იანი  და 160 მმ-იან,  1.5 კმ სიგრძის გამანაწილებელ ქსელებს სრულად შეცვლის.

პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტში, კომპანია 3 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

რაც შეეხება gwp-ის სხვა სამუშაოებს:

ისნის რაიონში, ნავთლუღის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა – წყალსადენის 350 მეტრი სიგრძის მონაკვეთი სრულად შეიცვალა.

მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ვახტანგ მე-6-ის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთი სრულად შიცვალა.

სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. წყალსადენის ქსელის 4.4 კმ სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება და 76 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.

ნაძალადევის რაიონში, ინანიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია – წყალსადენის ქსელის 900 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება და 8 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.

ამავე რაიონში, კოკინაკის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება – წყალსადენის ქსელის 470 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება და  4 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.

საბურთალოს რაიონში, ასათიანი ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. წყალსადენის ქსელის 1 კმ-ზე მეტი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა. ასევე, წყალმომარაგების ახალი ინფრასტრუქტურული ელემენტები მონტაჟება.

გლდანის რაიონში, თეთრი ტბის მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება – წყალსადენის ქსელის 3 კმ  სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება. ასევე, ახალი ევროსტანდარტის 18 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში, კომპანია 230 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

ისნის რაიონში, ზურაბიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება – წყალარინების ქსელის 680 მეტრის სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

ნაძალადევის რაიონში: მონადირის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია – წყალსადენის ქსელის 2690 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება და  11 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. კომპანია, აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში, 180 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

2017 წლის მანძილზე კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

Comments
Loading...