“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” პეკინის ქუჩაზე მთავარ სამუშაოებს ასრულებს

311

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი,  პეკინის ქუჩაზე,  ცენტრალურ მაგისტრალზე მთავარ სამუშაოებს დღეს, 28 ივლისს დაასრულებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

კომპანიამ სამუშაოები, გერმანელ ექსპერტებთან ერთად ჩაატარა. პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს, 1000 მმ-იანი მაგისტრალის 1.3 კმ სიგრძის მონაკვეთი ევროპული ტექნოლოგიით განახლდა და ექსპლუატაციაში გასაშვებად ჰოდროტესტირება ჩაუტარდა.

პარალელურად, 1000 მმ-იანი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი  ურდული დამონტაჟდა და  500 მმ-იანი წყალსადენის ქსელის დამცლელი მოეწყო.

პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს განათხარის დახურვა და კომპაქტირება დღეს საღამოს ჩატარდება. აღნიშნული სამუშაოების გამო, წყალმომარაგება მოსახლეობას აღარ შეეზღუდება და ხვალიდან წყალი უწყვეტად მიეწოდება.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი,  სამუშაოების მომდევნო ეტაპზე, პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს, წყალსადენის 355 მმ-იანი  და 160 მმ-იან,  1.5 კმ სიგრძის გამანაწილებელ ქსელებს სრულად შეცვლის.

სარეაბილიტაციო პროექტში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე  მასშტაბურ სამუშაოებს  აგვისტოში  დაასრულებს.

Comments
Loading...