ჯონ ბოლტონი: ყველა რესურსს გამოვიყენებთ, რათა მადუროს შემოსავლის წყარო გადავუკეტოთ

37

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი სამომავლოდ გამოიყენებს ყველანაირ რესურსს, რათა ნიკოლას მადუროს რეჟიმს შემოსავლის წყარო გადაუკეტოს.

“ჩვენ გავაგრძელებთ ყველა რესურსის გამოყენებას, რათა ნიკოლას მადუროს არალეგიტიმურ რეჟიმს შემოსავალი შეუწყდეს, ხოლო დროებით პრეზიდენტ გუაიდოსთვის და ვენესუელის მოსახლეობისთვის უზრუნველვყოთ საჭირო რესურსი და მხარდაჭერა, რაც მათ ვენესუელაში დემოკრატიის აღდგენისთვის ესაჭიროებათ”, – აცხადებს ბოლტონი.

ხუან გუაიდომ თავი ვენესუელის პრეზიდენტად 23 იანვარს გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოაცხადა და ხალხს ახალი არჩევნების ჩატარებას დაპირდა. მას მხარს უჭერენ და აღიარებენ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის აშშ, კანადა, ავსტრალია, ლათინური ამერიკა და მათ შორის საქართველოც. რაც შეეხება მადუროს, მისი მხარდამჭერები არიან რუსეთი, კუბა, ბოლივია, ნიკარაგუა, სალვადორი და ირანი.

Comments
Loading...