“ჯიპიაი ჰოლდინგმა” საწესდებო კაპიტალი 27 მილიონ ლარამდე გაზარდა

31

“ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომპანიის საწესდებო კაპიტალი 6 მილიონი ლარით გაიზარდა და 27 მილიონი ლარი გახდა. ეს გადაწყვეტილება კომპანიის აქციონერებმა (“ვენის სადაზღვევო ჯგუფი“), 2018 წლის დეკემბერში მიიღეს, რომელიც იმავე თვეს აღსრულდა. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას “ჯიპიაი ჰოლდინგი” ავრცელებს.

პაატა ლომაძე, “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი: „ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას , რომ “ჯიპიაი ჰოლდინგი” ბაზარზე დღეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, სანდო და ფინანსურად სტაბილური სადაზღვევო კომპანიაა. კაპიტალის ზრდის გადაწყვეტილება იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენს აქციონერებისთვის მთავარია გრძელვადიანი განვითარება და მზად არიან სამომავლო პესპექტივაში გააკეთონ სერიოზული ინვესტიცია ჩვენს კომპანიაში და ჩვენს ქვეყანაში.

ამ თვალისაზრისით მოსალოდნელი რეფორმები სადაზღვევო ბაზარზე უაღრესად მნიშვნელოვანია და დიდი იმედი გავქვს, რომ უახლოეს პერიოდში ცვლილებები უკვე ამოქმედდება – ვგულისხმობ, ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონს, კონკურენციის ხელშეწყობის ღონისძიებებს და სხვა ცვილებებს.”

მოთხოვნა საზედამხედველო კაპიტალზე 2017 წლიდან გამკაცრდა დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის დადგენილებით (ე.წ. სოლვენსი I), რასაც “ჯიპიაი ჰოლდინგი” სრულად აკმაყოფილებდა ამ დროისთვის. უფრო მეტიც, როგორც წამყვანი ევროპული კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” წევრი, “ჯიპიაი ჰოლდინგის” გადახდისუნარიობის მარჟისა და ლიკვიდურობის სტანდარდები მაღალია, ვიდრე ადგილობრივი სტანდარტი, რაც მეტყველებს ფინანსური სტაბილურობისა და საიმედოობის მაღალ დონეზე. გადაწყვეტილება კაპიტალის გაზრდის თაობაზე უკავშირდება აქციონერების გრძელვადიან ხედვას და განვითარების პერსპექტივას.

***

“ჯიპიაი ჰოლდინგი” წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი – 21% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ , ისე საცალო მიმართულებით. ამავე პერიოდში კომპანიის მიერ ანაზღუარებულმა თანხამ 55 მილიონი ლარი შეადგინა.
“ვენის სადაზღვევო ჯგუფი” ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფის საქმიანობს ევროპის 25 ქვეყანაში 50 კომპანიაში. 2018 წლის სამი კვარტლის მონაცემებით ჯგუფის მიერ მოზიდული პრემია 7.4 მილიარდი ევროა, ხოლო მოგებამ – 352 ლარი შეადგინა.

Comments
Loading...