ჯიპიაი ჰოლდინგმა სამოგზაურო დაზღვევის მიმართულებით 384 515 ლარი აანაზღუარა

150

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის სამოგზაურო დაზღვევით 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით 167 ათასმა ადამიანმა ისარგებლა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი".

ჯანმრთელობის დაზღვევა უცხოეთში 1500-მდე დაზღვეულმა გამოიყენა. ამავე დროის პერიოდში ჯიპიაის ასისტანს კომპანიის Euro-Cente Prague-ს სატელეფონო კონსულტაციით 1469 ადამიანმა ისარგებლა. სამოგზაურო დაზღვევა ყველაზე ხშირად  გერმანიაში, თურქეთსა და ესპანეთში გამოიყენეს.

ჯამურად, სამოგზაურო დაზღვევის მიმართულებით 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით  ჯიპიაიმ 384 515 ლარი აუნაზღაურა დაზღვეულებს.

2018 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, ჯიპიაი ჰოლდინგი კვლავ ლიდერია სადაზღვევო ბაზარზე მოზიდული 67 მილიონი ლარით. კომპანია პირველობას ინარჩუნებს ანაზღაურების კუთხითაც – ჯიპიაიმ კომპანიამ  მიმდინარე წელს მხოლოდ 6 თვის განმავლობაში 37 მილიონი ლარი აუნაზღაურა დაზღვეულებს.

Comments
Loading...