„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“  თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

8

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჯი ეს ემ ტრანსი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. კომპანიებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა. პარტნიორობის ფარგლებში „ჯი ეს ემ ტრანსის“  გადამზიდავის პასუხისმგებლობას,  ტვირთებსა და კონტეინერებს  „ჯიპიაი ჰოლდინგი“  დააზღვევს.

ჯი-ეს -ემ ტრანსი საქართველოში მოქმედი წამყვანი  სატრანსპორტო კომპანიაა,  რომელიც  აწარმოებს  ტვირთების   საერთაშორისო  გადაზიდვას  სახმელეთო და საზღვაო გზით.  15 წლიანი გამოცდილების დახმარებით კომპანია მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობს ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით. კომპანიას საკუთარი ევრო ექვსის ტიპის მანქანები ჰყავს, შესაბამისად   მრავალფეროვანი ავტოპარკისა და თანამედროვე ტექნიკის დახმარებით , ახორციელებს   ნებისმიერი სირთულის გადაზიდვას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.   დღეიდან კომპანიის 100-ზე მეტი ტრაილერი, კონტეინერები და გადამზიდავის პასუხისმგებლობა  ჯიპიაი ჰოლდინგში იქნება დაზღვეული.

გიორგი ხაჟომია, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სატვირთო, საზღვაო სატრანსპორტო დაზღვევის მიმართულების ხელმძღვანელი  : სატვირთო საზღვაო, სატრანსპორტო დაზღვევა, ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და ვაპირებთ ამ კუთხით ბაზარზე კიდევ უფრო მეტად გავიზარდოთ. ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით და გადამზიდავ კომპანიებს მაქსიმალურად მათზე მორგებულ პროდუქტებს ვთავაზობთ. გადამზიდავის კომპანიებისთვის უმნიშვნელოვანესია დაზღვეული ქონდეთ თავიანთი პასუხისმგებლობა და ტვირთები. დაზღვევა ამ ბიზნესში შეუფერხებლად საქმიანობის და კლიენტების ნდობის მოპოვების კუთხით ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.ჯი ეს ემ ტრანსთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა სატრანსპორტო გადაზიდვების ბაზარზე, მოხარული ვართ რომ ისეთი მნიშვნელოვანი პუნქტი როგორიც დაზღვევაა ჩვენ გვანდო. ჯიპიაი ჰოლდინგი იქნება ჯი ეს ემ  ტრანსის გადაზიდვების მზღვეველი და ფინანსური რისკებისგან დაცვის  მთავარი გარანტი.

ბესიკ სოზაშვილი, ჯი- ეს- ემ ტრანსის გენერალური დირექტორი  : „ დაზღვევა ჩვენს საქმიანობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია, სწორედ ამიტომ  ჩვენთვის პრიორიტეტულია ეს საქმე სანდო და გამოცდილ კომპანიას ვანდოთ. საკუთრებაში გვყავს ძვირადღირებული ევრო ექვსის მანქანები, თანამედროვე ტექნიკა რომლებიც ზამთარშიც შეუჩერებლად მოძრაობს და ტვირთი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გადააქვს. გადაგვაქვს ტვირთი, რომელიც ტემპერატურული რეჟიმის დაცვაზეა დამოკიდებული და თუ რამე პრობლემა შეიქმნება შესაძლოა დაზიანდეს.  შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა მოსალოდნელი რისკი დაზღვეული გვქონდეს და თუ გადაზიდვის პროცესში რამე გაუთვალისწინებელი მოხდება ფინანსური რისკებისგან დაცული ვიყოთ. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადამზიდავი კომპანია ვართ და მსოფლიოს წამყვანი ბრენდები გვანდობენ თავიანთ პროდუქციას, შესაბამისად დაცულობის ხარისხი მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ჯიპიაი, როგორც მაღალი რეპუტაციის , მქონე სანდო სადაზღვევო კომპანია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს დაზღვევის მიმართულებით. „

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“  სატვირთო, საზღვაო, სატრანსპორტო დაზღვევა 2021 წლის ერთ-ერთ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებად გამოაცხადა და გადამზიდავებს სრულიად განახლებული და მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები შესთავაზა. კომპანია ამ მიმართულებით ბაზარზე წარმატებულ ზრდას განაგრძობს.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“  ლიდერი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის 2020  წლის მონაცემებით ჯიპიაი მოზიდული პრემიის მიხედვით პირველი კომპანიაა ბაზარზე. ამავე მონაცემების მიხედვით ჯიპიაიმ 2020 წელს დაზღვეულებს  74 მილიონი ლარი აუნაზღაურა. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 2006 წლიდან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერი სადაზღვევო ჯგუფის „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრია.

„ჯი ეს ემ ტრანსი“ არის სატრანსპორტო კომპანია რომელიც ახორციელებს როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ გადაზიდვებს. კომპანია დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ გამოირჩევა მაღალი ხარისხის სერვისით, სტაბილურობით და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვით. დღესდღეისობით ჯი ეს ემ ტრანსი   გადაზიდვებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ახორციელებს და  მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობს.

Comments
Loading...