“ჯიპიაი ჰოლდინგის” პროექტი: ონკოლოგიური დაავადების დაზღვევა ონკო ქეარი ლიმიტი: 150,000 ლარი

392

სადაზღვევო პროგრამა ითვალისწინებს 150,000 ლარის ოდენობის კომპენსაციას დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში სადაზღვევო პოლისის ღირებულება წელიწადში 5 ლარიდან იწყება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" ავრცელებს.

პირველი 500 გაყიდული პოლისიდან შემოსული  თანხა გადაირიცხება ძუძუს კიბოს საქველმოქმედო ფონდში

სადაზღვევო პროგრამა სპეციალურად საქართველოსთვის ერთობლივად შემუშავდა "ჯიპიაი ჰოლდინგისა" და მსოფლიოში უმსხვილესი გადამზღვევი კომპანიის Swees Re-ს მიერ.

სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" კიბოს რისკის დაზღვევის პროგრამას წარმოადგენს, რომელიც დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში დაზღვეულის სახელზე სოლიდური კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს. პროგრამა სპეციალურად საქართველოსთვის ერთობლივად შემუშავდა "ჯიპიაი ჰოლდინგისა" და მსოფლიოს წამყვანი გადამზღვევი,  შვეიცარული კომპანია Swiss Re-ს მიერ. 

"ჯიპიაი ჰოლდინგი" აქტიურად ჩაერთო ძუძუს  კიბოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიაში და 11 ივნისს, კუს ტბაზე გამართულ აქცია-მარათონზე – "სუზან კომენის მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად" – პირველად შესთავაზა საზოგადოებას ონკოდაზღვევის ახალი პოლისი.   პირველი 500 გაყიდული  პოლისიდან შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხება ძუძუს კიბოს საქველმოქმედო ფონდ "ჰერაში".

პოლისი "ონკო ქეარი" აზღვევს ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებების რისკს და ითვალისწინებს კომპენსაციას დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში. კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა 150 000 ლარია. პოლისის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ დაზღვეულს აქვს თანხის განკარგვის თავისუფლება – კომპენსაციის გახარჯვა შესაძლებელია როგორც მკურნალობის, ასევე სხვა მიზნებისთვის, დაზღვეულის სურვილისამებრ. ახალი სადაზღვევო პროექტი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ პოლისის ღირებულება უაღრესად ხელმისაწვდომია – განსაკუთებით, დაბალ ასაკობრივ ჭრილში: მაგალითად, 0-24 წლამდე ასაკის პირებისთვის 150,000 ლარიანი პოლისის ღირებულება თვეში მხოლოდ 5ლარს შეადგენს. პოლისით სარგებლობა შეუძლია 65 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს – აღსანიშნავია, რომ პოლისით მოსარგებლის 18 წლამდე შვილები ავტომატურად ერთვებიან დაზღვევაში დამატებითი პრემიის გადახდის გარეშე. დაზღვევის გასაფორმებლად არ არის საჭირო წინასწარი გამოკვლევების ჩატარება – პოლისის გამოწერა განაცხადის საფუძველზე უმარტივესი პროცედურით ხორციელდება. 

პაატა ლომაძე – "ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირქტორი: „ჩვენთვის ამ პროგრამას პირველ რიგში სოციალური მნიშვნელობა აქვს, რადგან მიგვაჩნია, რომ თუკი მასიურად მოხდება ჩვენი მოაქალაქეებს ჩართვა ამ სისტემაში, შევძლებთ ფინანსური გარანტიების შექმნას ამ ადამიანებისთვის. პროდუქტის უპირატესობა ისაა, რომ კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ დიაგნოზის საფუძველზე და დაზღვეულს აქვს თანხის განკარგვის თავისუფლება- მკურნალობისთვის დახარჯავს მიღებულ კომპენსაციას თუ სხვა საჭიროებისთვის, ეს მისი გადასაწყვეტია და სადაზღვევო კომპანია ამაში აღარ ერევა. ჩვენი მიზანია საზოგადოებას დავანახოთ, რომ კიბო არ არის განაჩენი და რომ ამ რისკის მართვა შესაძლებელია. რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ ეს სიახლე და წავახალისოთ, რომ ჩაერთონ სადაზღვევო პროგრამაში და შეიქმნან ფინანსური გარანტიები სამომავლოდ. მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა და სიმბოლურად პირველად პოლისი სწორედ ღონისძიებაზე გაიყიდა. გაყიდული პოლისებიდან შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხება ძუძუს კიბოს საქველმოქმედო ფონდში.".

Comments
Loading...