“ჯივიპი” ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას ანახლებს

30

ხვალ, 27 მარტს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით 27 მარტს, 22:00 საათიდან 28 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ლილოს დასახლებას.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

Comments
Loading...