ჯივიპის ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველდღიურად ზრუნავენ,  რომ თბილისში სასმელი წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებდეს  დადგენილ სტანდარტს

11

,,ჯივიპის ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველდღიურად ზრუნავენ,  რომ თბილისში სასმელი წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებდეს  დადგენილ სტანდარტს“ – თამარ ნიკურაძე,  წყლის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნედლ წყალს მდინარე არაგვიდან და მისი ფილტრატებიდან მოიპოვებს. მოპოვებული წყალი მრავალი კილომეტრი სიგრძის მილსადენებით სათავე ნაგებობებისკენ მიედინება, სადაც  იწმინდება და იფილტრება.

მოსახლეობის ონკანებში განაწილებამდე ნედლი წყალი უწყვეტად გადის ტექნოლოგიური დამუშავების სრულ ციკლს: დალექვას, ფილტრაციას, წყლის გაუსნებოვნებას. ლაბორატიურიულად შემოწმებული მაღალი ხარისხის სასმელი წყალი ნაწილდება ქსელში და  24 საათიან რეჟიმში მიეწოდება  მოსახლეობას.

,,იმისთვის რომ  მდინარე არაგვიდან მოპოვებული ნედლი წყალი სასმელად ვარგისი გახდეს და ჩვენს ონკანებამდე მოვიდეს, რთული ტექნოლოგიური პროცესების  გავლა და მრავალი ადამიანის შრომაა საჭირო” –  ამბობს თამარ ნიკურაძე. მისივე თქმით, სათავე ნაგებობებზე წყლის ხარისხი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მოწმდება. წყალმომარაგების ქსელში წყლის ხარისხის მონიტორინგი  თბილისის მასშტაბით 390 სხვადასხვა  წერტილში მიმდინარეობს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დედაქალაქში  წყლის ხარისხის მონიტორინგს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით და საქართველოს ეროვნული სტანდარტის მიხედვით ატარებს.

Comments
Loading...