ჯივიპიმ ნაძალადევის რაიონში, ხეხილ-სანერგეს დასახლებაში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოაწყო

44

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2018 წლის სტრატეგიული მიმართულება წყალმომარაგების ქსელის შეცვლა და განვითარებაა. მიმდინარე წელს კომპანია, წლიური გეგმის მიხედვით, ჯამში 140 კმ-ზე მეტ წყალმომარაგების სისტემას ანახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

კომპანიის მიმდინარე წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ნაძალადევის რაიონში, ხეხილ-სანერგეს დასახლებაში წყალმომარაგების ახალი სისტემის განვითარება, სადაც ჯივიპიმ 7.6 კმ სიგრძის წყალსადენის ქსელი მოაწყო. აღნიშნულ დასახლებაში კომპანიამ ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა და წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.

აღნიშნული სამუშაოების საშუალებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ხეხილ-სანერგეს დასახლებაში დამატებით 450 ოჯახის უწყვეტი და სტაბილური წყალმომარაგება უზრუნველყო. პროექტში კომპანიამ 0.5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ინფრასტრუქტურულ პროექტებში მიმდინარე და მომდევნო 2 წლის განმავლობაში ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

Comments
Loading...