ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა

7

მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა ონლაინ რიტეილ-კომპანია Amazon-ის აქციები თითქმის $2 მილიარდად გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, Amazon-ის აქციების გაყიდვის მიზეზი სავარაუდოდ ბეზოსის კოსმოსური საძიებო კომპანია Blue Origin-ია.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მედიასთან საუბრისას ბეზოსმა განაცხადა, რომ ის ყოველ წელს დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების Amazon-ის აქციებს გაყიდდა, საიდანაც მიღებული თანხები კომპანია Blue Origin-ის ფონდში ჩაირიცხებოდ.

ცნობისთვის, დღეს ჯეფ ბეზოსის ქონება $177 მილიარდადაა შეფასებული.

Comments
Loading...