ჯეფ ბეზოსმა, ამ წლის განმავლობაში, 10,3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა

55

Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფ ბეზოსმა ამ კვირაში 3,1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქციები გაყიდა. ამის შესახებ CNBC წერს.

ამ დოკუმენტების თანახმად, აგვისტოში ბეზოსმა Amazon-ის ფასიანი ქაღალდების 3,1 მილიარდ, ხოლო თებერვალში 4,1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი გაყიდა. ამ წლის განმავლობაში, დედამიწაზე ყველაზე შეძლებულმა ადამიანმა, კომპანიის აქციების გაყიდვით 10,3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, რაც გასულ წელს 2,8 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

Amazon-ის მესამე კვარტლის შემოსავალმა 96.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 37%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მოგებამ 6.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ანუ თითო აქციაზე 12.37 აშშ დოლარს. გაყიდვები ჩრდილოეთ ამერიკაში 39%-ით გაიზარდა, ხოლო მსოფლიოში – 37%-ით.

Comments
Loading...