ჯეფ ბეზოსი Amazon-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას დატოვებს

7

ჯეფ ბეზოსი, ამერიკული კორპორაცია Amazon-ის დამფუძნებელი, 2021 წელს დატოვებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას და შეუდგება აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურმა განაცხადა.

“დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ჯეფ ბეზოსი აღმასრულებელი თავმჯდომარის მოვალეობას მიიღებს (დირექტორთა საბჭოს) 2021 წლის მესამე კვარტალში, ხოლო მის ადგილს ენდი ჯესი დაიკავებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

Comments
Loading...