ჯეფ ბეზოსი: მომავალში ადამიანები დედამიწაზე მხოლოდ ტურისტულად ჩამოვლენ

7

Amazon-ისა და Blue Origin-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა მომავლის მიმართ საკუთარი ხედვა საზოგადოებას გაუმხილა.

ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ საუკუნეების შემდეგ ადამიანებისათვის სახლის ფუნქციას კოსმოსი შეასრულებს.

“მომავალში ადამიანები კოსმოსში იცხოვრებენ, მას საკუთარ სახლს უწოდებენ და დედამიწაზე მხოლოდ მოსანახულებლად გაფრინდებიან”, – განაცხადა ბეზოსმა.

გამოცემა Business Insider აღნიშნავს, რომ ბეზოსის კოსმოსით გატაცება სკოლის პერიოდიდან იწყება. ბიზნესმენს კოსმოსში კოლონიების შექმნა სურს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ადამიანს იტევს ბეზოსის კოსმოსურ კოლონიები და როგორ გეგმავს იგი მათ აშენებას.

შეგახსენებთ, ბეზოს კუთვნილი კომპანია Blue Origin და Sierra Space საკუთარ კოსმოსურ სადგურს ააშენებენ. Blue Origin-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სადგური, სახელად “ორბიტალური რიფი”, ექსპლუატაციაში 2025-2030 წლებში გაეშვება.

Comments
Loading...