ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე მსოფლიოს უმდიდრესი ქალი გახდა

27

ამერიკული კორპორაცია Amazon-ის ხელმძღვანელის ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლის მაკენზის ქონებამ 68 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რის შედეგადაც იგი მსოფლიოს უმდიდრესი ქალი გახდა. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

მაკენზი უმდიდრესი ქალების ჩამონათვალში უსწრებს ფრანსუაზა ბეტენკურ-მაიერს, რომელიც ფლობს კოსმეტიკურ კომპანია L’Oreal-ს. ამ დროისთვის, Bloomberg-ის თანახმად, ფრანგი მეწარმის ქონება 66.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ივლისში, მაკენზი აშშ-ის ყველაზე მდიდარი ქალის სტატუსი მოიპოვა, როდესაც მისმა ქონებამ გაუსწრო მსხვილი საცალო ქსელის Walmart-ის დამაარსებლის შვილის ალისა უოლტონის ქონებას. უოლტონის კაპიტალი, სააგენტოს ბოლო შეფასებით 63,6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების საერთო რეიტინგში კი, ბეზოსის ყოფილი ცოლი მე-12 ადგილს იკავებს.

მაკენზიმ, გასულ ივლისში, განქორწინების შედეგად მიიღო მსოფლიოში მსოფლიოს უდიდეს ონლაინ საცალო სავაჭრო კომპანია Amazon-ის 4%. ოფიციალური განქორწინების დროს, აქციების ღირებულება დაახლოებით 38,3 მილიარდი აშშ დოლარი იყო, თუმცა პანდემიის პერიოდში კომპანიის აქციების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა.

თავად ჯეფ ბეზოსის ქონება კი ამჟამად 207 მილიარდი აშშ დოლარია. იგი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებაც 200 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

Comments
Loading...