ჯეკ დორსის პირველი ტვიტი ელექტრონულ აუქციონზე 2.5 მილიონ აშშ დოლარად იყიდება

11

მიკრობლოგების პლატფორმა Twitter-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გაიტანა თავისი პირველი ტვიტი, რომელიც მან 2006 წლის მარტში დაწერა. ტვიტის ფასმა უკვე 2.5 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

მიკრობლოგში ჯეკ დორსის სულ პირველი მოკლე ჩანაწერი იყიდება non-fungible token-ის ფორმატით – რაც ნიშნავს იმას, რომ მყიდველს გადაეცემა უნიკალური ციფრული სერთიფიკატი, რომელსაც ხელს აწერს დორსი და რომელშიც მითითებული იქნება, თუ ვინ არის მედია აქტივის მფლობელი.

ამასთან, პოსტი კვლავ ხელმისაწვდომი იქნება Twitter-ის მომხმარებლებისთვის აუქციონის დასრულების შემდეგ.

სერტიფიკატის გარდა, მყიდველი მიიღებს ტვიტის მეტამონაცემებს, რომელთა უმეტესობა უკვე ისედაც ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის.

ტვიტის შეძენა შესაძლებელია მარკეტფლეისზე Valuables by Cent.

Comments
Loading...