ჯანმო: “ომიკრონი”, იანვრის დასაწყისში, სავარაუდოდ, ევროპაში COVID-19-ის დომინანტური ვარიანტი გახდება

11

კორონავირუსის ახალი შტამი “ომიკრონი”, რომელიც მსოფლიოს 57 ქვეყანაში გამოვლინდა, იანვრის დასაწყისში, სავარაუდოდ, ევროპაში COVID-19-ის დომინანტური ვარიანტი გახდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ბიულეტენშია აღნიშნული.

“ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა იწინასწარმეტყველა, რომ თუ SARS-CoV-2 ინფექციების 1% ახლა “ომიკრონის” ვარიანტით არის გამოწვეული, ის ევროპაში დომინანტური გახდება, ანუ ახალი ინფექციების საერთო რაოდენობის 50%-ს შეადგენს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ბიულეტენში აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 99.8% “დელტა” შტამზე მოდის.

გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით 4,1 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 52 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 2%-ით, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 10%-ით გაიზარდა. ინფიცირების ახალი შემთხვევების 65% ევროპის რეგიონში აღინიშნა.

Comments
Loading...