ჯანმო: ვაქცინის ორი დოზა საკმარისია ვირუსისგან დასაცავად

7

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი სუმია სვიმინატანი დამატებით დოზებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს უნდა გადაწყდეს სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე და არა “კომპანიების პრეტენზიების გათვალისწინებით, რომლებიც ირწმუნებიან, რომ საჭიროა მესამე დოზა”.

“მივიჩნევთ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინაციის სრული კურსი საკმარისია ვირუსისგან დასაცავად”, – დასძინა მეცნიერმა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ ღებრეიესუსმა კი განაცხადა, რომ უმჯობესია, კომპანიებმა ყურადღება გაამახვილონ ვაქცინაციის განაწილების პროგრამებზე.

Comments
Loading...