ჯანმო: არსებული ვაქცინები “ომიკრონ” შტამის წინააღმდეგ წესით, ეფექტური უნდა იყოს

9

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, არსებულმა ვაქცინებმა, წესით, უნდა დაიცვან ადამიანები, რომლებიც ავადდებიან Omicron ვარიანტით. ამის შესახებ BBC წერს.

თუმცა, სამხრეთ აფრიკაში ახალი ვარიანტის პირველი ლაბორატორიული ტესტების მიხედვით, ახალ შტამს შეუძლია ნაწილობრივ აარიდოს თავი Pfizer-ს.

მკვლევარები ამბობენ, რომ იყო “ძალიან დიდი ვარდნა” იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კარგად ანეიტრალებს ვაქცინის ანტისხეულები ახალ შტამს.

მაგრამ ჯანმო-ს დოქტორმა მაიკ რაიანმა თქვა, რომ არ არსებობს ნიშანი იმისა, რომ “ომიკრონი” უკეთესად აიცილებს არსებულ ვაქცინებს, ვიდრე სხვა ვარიანტები.

“ჩვენ გვაქვს უაღრესად ეფექტური ვაქცინები, რომლებიც ეფექტური აღმოჩნდა ყველა ვარიანტის წინააღმდეგ, მძიმე დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით, და არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ეს ასე არ იქნება Omicron-ისთვის,” – ამბობს დოქტორი რაიანი, ჯანმო-ს გადაუდებელი დახმარების დირექტორი.

სამხრეთ აფრიკის ახალმა კვლევამ – რომელიც ჯერ კიდევ არ არის მიმოხილული – დაადგინა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს 40-ჯერ ნაკლები გამანეიტრალებელი ანტისხეულები Omicron-ის წინააღმდეგ, ვიდრე COVID-19-ის ორიგინალი შტამის წინააღმდეგ.

Comments
Loading...