ჯანდაცვის ხარჯები 375 მილიონით იზრდება

4

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, დღეს~პარლამენტში მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტის ცვლილება გაიგზავნება. მისი თქმით, ეს გულისხმობს დაფინანსების გაზრდას უმეტესად ჯადაცვის მიმართულებნით 375 მილიონი ლარის ოდენობით, რომლის უმეტესი ნაწილიც კოვიდთან დაკავშირებული ხარჯებია.

„მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტის ცვლილებაში ძირითადი ნაწილი აქ იქნება ხარჯების გაზრდა ჯანდაცვის მიმართულებით, კოვიდის მკურნალობისთვის გაწეული ხარჯების დაფინანსებას, რომელიც მიმდინარე წელს იქნება დაფინანსებული.

მნიშვნელოვანი საკითხი ამასთან მიმართებაში არის ის, რომ შესაბამისად ხდება საშემოსავლო ნაწილის ბიუჯეტის ზრდა მიმდინარე წელს, რომელიც სრულად დაბალანსდება საგადასახადო შემოსავლების ზრდითა და სხვადასხვა სახის ეკონომიით, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს საბიუჯეტო დეფიციტი არ იზრდება, პირიქით, მოლოდინი გვაქვს, რომ რამდენიმე მეათედი პროცენტული პუნქტით შემცირდება წლის ბოლოს, ხოლო ის ხარჯები, რაც იქნება გასაწევი უშუალოდ ჯანდაცვის მიმართულებით, სრულად იქნება დაფინანსებული“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

Comments
Loading...