ჯანდაცვის სექტორის განვითარება საქართველოში – პაშა ბანკის მესამე კონფერენცია

369

9 ივნისს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში რიგით მესამე ბიზნეს-კონფერენციას გამართავს თემით „ჯანდაცვის სექტორის განვითარებას საქართველოში".

MEETING ROOM-ის მესამე შეხვედრა მიზნად ისახავს ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული და ამ სფეროთი დაინტერესებული მხარეების შეკრებას. კონფერენციაზე განხილული იქნება სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმოხილვა, კაპიტალი, როგორც აუცილებელი პირობა აღნიშნული სექტორის განსავითარებლად, ჯანდაცვის სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და სამომავლო ხედვა, ეფექტური ჰოსპიტალური პროცესების დანერგვა განვითარებად და დინამიურ ჯანდაცვის სისტემაში, კერძო სადაზღვევო სისტემის ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ჯანდაცვის წარმატებული პროექტები რეგიონში, ჯანდაცვის სექტორში პროექტების დაფინანსება და სხვ.

ფორუმზე ზემოთჩამოთვლილ თემებზე ისაუბრენენ შემდეგი დადასტურებული სპიკერები:

  • მარინა დარახველიძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი
  • დავით ვახტანგიშვილი – სამედიცინო კორპორაცია ევექსის გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსური მიმართულებით
  • გიორგი ყიფიანი – ვივო მედიქალ ჯგუფის გენერალური დირექტორი
  • ბესიკ ფესტვენიძე – ჯიპიაი ჰოლდინგის ჯანმრთელობის დაზღვევის დირექტორი
  • ნოდარ ჩიქოვანი – სამედიცინო კორპორაცია პრაიმედის რეგიონის კოორდინატორი
  • გოგა ჯაფარიძე – პაშა ბანკის კომერციული დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი

დამატებითი სპიკერები დაანონსდება ღონისძიებამდე. ფორუმის მოდერატორი იქნება გიორგი შარაშიძე, Georgia Today Group-ის გენერალური დირექტორი.

"მოხარული ვართ, დავაანონსოთ MEETING ROOM-ის მესამე ბიზნეს კონფერენცია, რომელიც ამჯერად ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვას დაეთმობა. წინა ორი შეხვედრის თემები იყო "სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში" და "განახლებადი ენერგიის განვითარება ჰიდროელექტროსადგურების მაგალითზე". 9 ივნისს კონფერენციას კვლავ სასტუმრო რედისონში ვუმასპინძლებთ. აღნიშნულ ფორუმზე ვეპატიჟებით ჯანდაცვის სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს და ვიმედოვნებთ, რომ აქ გაზიარებული გამოცდილება ღირებული იქნება დამსწრეებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ამ სექტორის განვითარებაში ინვესტირებით არის დაინტერესებული". – განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.

Comments
Loading...