ხუციშვილი: ახალი საბაჟო კოდექსით ინერგება საქონლის გადამუშავების გამარტივებული პროცედურები

53

ახალი საბაჟო კანონმდებლობა ითვალისწინებს მარტივი გაფორმების პროცედურას – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციისას.

მისი თქმით, დეკლარანტის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელი ხდება სასაქონლო პარტიისათვის იმპორტის გადასახადი გაანგარიშდეს დეკლარაციაში შემავალი საქონლის იმპორტის გადასახადის უმაღლესი განაკვეთის საფუძველზე, რაც შეამცირებს საბაჟო ადმინისტრირების დანახარჯებს.

გარდა ამისა, ახალი საბაჟო კოდექსით ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა, გადამუშავებული პროდუქტის იმპორტის შემთხვევაში, მისი სურვილით, იმპორტის გადასახდელები გაიანგარიშოს ან გადამუშავებული პროდუქტისათვის დადგენილი განაკვეთების ან ნედლეულისათვის დადგენილი განაკვეთების შესაბამისად. ახალი რეგულაციით, ბიზნესს უმცირდება დანახარჯები და უჩნდება უფრო მეტი სტიმული საქართველოში პროდუქციის წარმოებისათვის.

Comments
Loading...