ხოფის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მაღაზიის მეპატრონეს, შესაძლოა ბათუმის მერია დაეხმაროს

7

ხოფის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მაღაზიის მეპატრონეს, შესაძლოა ბათუმის მერია დაეხმაროს. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ამ ეტაპზე, ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

“რამდენიმე წუთის წინ მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე ვიცი ის, რომ დაშავებულები არ გყავს. ზარალის რაოდენობა დაითვლება ძალიან მალე და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტოლებას იმასთან დაკავშირებით თუ რა სახით მოხდება ამ ზიანის ანაზღაურება და მოქალაქის დახმარება.

ვიცით, რომ ერთი მაღაზიაა დამწვარი. მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მოხდა რეაგირება ადმინისტრაციისა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან და პრაქტიკულად 15-20 წუთში მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. გამომწვევ მიზეზებზე მიმდნარეობს მოკვლევა,” – განაცხადა ჩიქოვანმა.

Comments
Loading...