ხობში ცემენტის ნაკეთობათა საწარმო აშენდება

32

ხობში ცემენტის ნაკეთობათა საწარმო აშენდება, რომელიც ევრო სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით იქნება აღჭურვილი. ამის შესახებ ინფრომაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საწარმოს ასაშენებლად და ფუნქციონირების დასაწყებად კომპანია 1 700 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და 30 ადამიანს დაასაქმებს. საწარმო წლიურად 350 000 მეტ ერთეულ ცემენტო-ბეტონისა და რკინა-ბეტონის პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს, რომელიც ევრო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იქნება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში შპს “პრაიმ ბეტონს” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქალაქ ხობში მდებარე 16 686 კვ.მ. უძრავი ქონება გადასცა.

Comments
Loading...