ხობის მუნიციპალიტეტს 6 ივლისს გაზმომარაგება შეუწყდება

115

მიმდინარე წლის 6 ივლისის დილის 06:00 საათიდან 7 ივლისის საღამოს 19:00 საათამდე ხობის მუნიციპალიტეტს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას "სოკარ ჯორჯია გაზი" ავრცელებს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, სხვა კომპანიის მხრიდან ახლად აშენებულ მონაკვეთზე შეჭრითი სამუშაოების ჩატარება გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 7 ივლისის 19:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...