ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 3 დეკემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

33

მიმდინარე წლის 3 დეკემბრის დილის 07:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კერძოდ, სოფელი ახალსოფელსა და სოფელ ჭარნალს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ავრცელებს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 3 დეკემბრის 17:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ “სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...