ხანძრით დაზარალებულთათვის საქველმოქმედო ანგარიში გაიხსნა

426

"ბავშვთა სამყარო“-ში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების დასახმარებლად, ს.ს. "სავაჭრო ცენტრი ბავშვთა სამყაროს" ხელმძღვანელობის ინიციატივით, სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანებამ საქველმოქმედო ანგარიში გახსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხა ჩარიცხოს. 

შეგროვილ რესურსს, ფონდის მესვეურები “ბავშვთა სამყარო"-ს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ყველა დაზარალებულზე  გადაანაწილებენ. 

მოვაჭრეებისთვის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ საბანკო ანგარიშებზე შეუძლიათ:

ს.ს. "თიბისი ბანკი" GE48TB7503936020100002

ს.ს. "ვითიბი ბანკი" GE42VT6600030033003602

ს.ს. "ხალიკ ბანკი საქართველო" GE02HB0000000000593608

მიმღები – ააიპ სავაჭრო – კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება.

საქველმოქმედო ზარის განხორციელება ასევე შეგიძლიათ საქართველოს ნებისმიერი ოპერატორიდან "მაგთის", "ჯეოსელის" და "ბილაინის" აბონენტებს, შემდეგ ნომერზე 0 901 901 959. 

ზარის ღირებულება 1 ლარია.

სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანება სახელმწიფო მოხელეებს, ბიზნესმენებსა თუ რიგით ადამიანებს მოუწოდებს, უბედური შემთხვევით დაზარალებულ  თანამოქალაქეებს ხელი გაუმართონ.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" 30 იანვრის დილის 3 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის შედეგად შენობა მთლიანად დაიწვა. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც როგორც "ბავშვთა სამყაროს" სავაჭრო ცენტრში ისე მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ.

Comments
Loading...