სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანებამ, ს.ს. "სავაჭრო ცენტრი ბავშვთა სამყაროს" ხელმძღვანელობის ინიციატივით, “ბავშვთა სამყარო"-ში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების დასახმარებლად საქველმოქმედო ანგარიში გახსნა.
ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შეგროვილ თანხას, ფონდის მესვეურები “ბავშვთა სამყარო"-ს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ყველა დაზარალებულზე გადაანაწილებენ. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ საბანკო ანგარიშებზე შეუძლიათ:
ს.ს. "თიბისი ბანკი" GE48TB7503936020100002
ს.ს. "ვითიბი ბანკი" GE42VT6600030033003602
ს.ს. "ხალიკ ბანკი საქართველო" GE02HB0000000000593608
მიმღები – ააიპ სავაჭრო – კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება.
საქველმოქმედო ზარის განხორციელება ასევე შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი ოპერატორიდან – "მაგთიდან", "ჯეოსელიდან", "ბილაინიდან" – შემდეგ ნომერზე 0 901 901 959. ზარის ღირებულება 1 ლარია.
სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანება სახელმწიფო მოხელეებს, ბიზნესმენებსა თუ რიგით ადამიანებს მოუწოდებს, უბედური შემთხვევით დაზარალებულ თანამოქალაქეებს ხელი გაუმართონ.
ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" 30 იანვრის დილის 3 საათისთვის გაჩნდა. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც როგორც "ბავშვთა სამყაროს" სავაჭრო ცენტრში ისე მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ.
Comments
Sign in
Sign in
Recover your password.
A password will be e-mailed to you.