“ხალხს აქვს განცდა, რომ უჭირს, მაგრამ ეს ასე არ არის” – ქობულია საკუთარ ნათქვამს განმარტავს

63

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განმარტავს თავის ნათქვამს, რომელიც მან TV პირველის ეთერში გააკეთა.

“ბევრმა ვერ გაიგო, რაც ვთქვი. ერთია, რომ რაღაცას იტყვი და მეორე, რაღაცას რომ გულისხმობ. მე ვთქვი, რომ საქართველოში არის საოცარი გასაჭირი, რომ ხალხს საოცრად უჭირს და რადგანაც ასე უჭირს, იმისგან რომ დღეს არ უჭირს უფრო მეტად, ვიდრე უჭირდა გუშინ, ამისგან ამ ხალხის სიტუაცია არ იოლდება.

მე ჟურნალისტის შეკითხვას გავეცი პასუხი, რომ როდესაც არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ყოველ წელიწადს ვუარესდებით, მე ვთქვი, რომ ეს ესე არ არის. ვისაც ამაზე პრეტენზია აქვს, შემიძლია დავუჯდე და სახალხოდ, დეტალურად გავურჩიო, ვისაც ექნება ამაზე პრეტენზია, თუმცა არ ვურჩევ ამ საკითხზე ჩემთან დაჯდომას.

მე არ მითქვამს, რომ ხალხს არ უჭირს, ძალიან გთხოვთ, მეორეჯერ ეს შეკითხვა აღარ დამისვათ. ვთქვი, რომ ხალხს ძალიან უჭირს და საოცრად უჭირს, მაგრამ არ უჭირს უფრო მეტად და ბევრად მეტად, ვიდრე უჭირდა “ნაციონალური მოძრაობის” დროს”, – განმარტავს ქობულია.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ TV პირველის ეთერში განაცხადა: “შეიძლება განცდა აქვს ხალხს, რომ, რა თქმა უნდა, უჭირთ და ამიტომ, ზოგს ჰგონია, რომ შეიძლება უარესად ცხოვრობს, მაგრამ რომ ვნახოთ ფაქტები, ეს ასე არ არის.”

Comments
Loading...