ხაზარაძე: 4 უწყება შემოვიდა ჩვენთან, ასეთი შემოტევა 27 წლის განმავლობაში არ ყოფილა

160

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ 2018 წლის ივნისიდან, ეტაპობრივად 4 უწყება შევიდა თიბისი ბანკში – ფულის მონიტორინგის სამსახური, საგადასახადო, პროკურატურა და ეროვნული ბანკი.

“ასეთი შემოტევა 27 წლის განმავლობაში არ გვქონია. როცა ამდენი უწყება ერთდროულად შემოდის. დასამალი არაფერია, მივეცით ყველა ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტი, რომელიც 10 წლის წინანდელი გვქონდა, არქივში”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, თიბისი ბანკზე ამავე პერიოდში განხორციელდა კიბერშეტევა.

“ამას ძალიან საეჭვოდ ემთხვევა თიბისი ბანკში განხორციელებული კიბერ შეტევა. თიბისი ბანკი მაღალტექნოლოგიური ინოვაციებით უზრუნველყოფილია და ჩვენ ბანკში 400 უნიჭიერესი ახალგაზრდა მუშაობს, რომელიც მარტო ფოკუსირებულია საინფორმაციო უზრუნველყოფასა და უსაფრთხოებაზე, და ახალი პროდუქტების შექმნაზე.

ჩვენ არამარტო დავიცავით ეს კიბერშეტევა, დავიჭირეთ სიგნალი, არამედ მივაგენით მისამართს, კომპიუტერებს , ოთახს და ეს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ შსს-ს. მას შემდეგ მინისტრს 5 წერილი მივწერე იმასთან დაკავშირებით, თუ სად დგას გამოძება და 1 კვირის წინ ვიღაც გამომძიებლისგან მივიღეთ წერილი, რომ თურმე კომპიუტერი ექსპერტიზაზეა წაღებული.

ჩვენ ვიცით მისამართლი, ოთახი და ის ხალხი, ვინც ზის ამ კომპიუტერებთან – თბილისში, ცენტრალურ გამზირზე . ეს არის ის სავარაუდო ოფისები, საიდანაც ე.წ. ბოტები და ფაბრიკები იმართება და დიდი შეტევაა ჩვენს მიმართ, ბოლოს”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უსმენენ.

Comments
Loading...