ხაბეიშვილის N3-ის ეზოში ასფალტის საფარი იგება

58

ვაკის რაიონში, ხაბეიშვილის N3-ში მდებარე დევნილთა დასახლების ეზოს მოწესრიგება მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, გზის საფუძველი და ბორდიური უკვე მოეწყო, ხოლო ამ ეტაპზე, ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.

1305 კვ.მ ფართობის ეზოში არსებული გრუნტის გზა გადაადგილებისთვის არაკომფორტული იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივები მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

სამუშაოებს ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე საკრებულოში რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი მუსხელიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

“ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ვაკის რაიონში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხაბეიშვილის N3-ის მცხოვრებლებს გრუნტის გზა წლების განმავლობაში დისკომფორტს უქმნიდა. ასფალტის დაგების დასრულებისთანავე, მათ ეს პრობლემა მოუგვარდებათ. ამავე მისამართზე გასულ წელს წყალარინების ქსელი მოწესრიგდა, განახლდა სახურავი, ასევე, მოეწყო ფიტნეს ზონა. აღნიშნული ეზოს გარდა, ამ ეტაპზე, გზის მოწესრიგება კიდევ რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს”, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.

საგზაო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 43 000 ლარზე მეტს შეადგენს.

Comments
Loading...