ჭილაიას ქუჩაზე გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

11

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭილაიას, კაპანელის და ასათიანის ქუჩებზე მასშტაბური საგზაო პროექტი დაიწყო.

გეგმის თანახმად, ტერიტორიაზე, სადაც არასდროს ყოფილა ასფალტი და გრუნტის გზაა, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და გზის საფარი. სამუშაოები 5500-მდე კვ. მ ფართობს მოიცავს, პროექტის ღირებულება კი 830 000 ლარს შეადგენს.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.

Comments
Loading...