ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში , აბიტურიენტების სასწავლო კურსზე,  რეგისტრაცია დაიწყო

9

ახალ ტექნოლოგიურ სივრცეში , კურსის გავლას ჭიათურასა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები, მე -11  და  მე -12 კლასის მოსწავლეები შეძლებენ , მსურველბმა აუცილებელია შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა , ამისთვის მიყევით მითითებულ ბმულს:

https://bit.ly/3kKXWMW  და გაითვალისწინეთ , რომ ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი.

ჭიათურასა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მე -11 და მე -12 კლასის მოსწავლეები , ახალ ტექნოლოგიურ ბაზაზე , სრულიად უფასოდ შეძლებენ ცოდნის გაღრმავებას , კერძოდ მათემატიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით , ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში  , ასევე შეძლებენ ინგლისური ენის დახვეწას .

პროგრამის მიზანი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაცია და დასაქმების ხელშეწყობაა. სასწავლო კურსი , იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობას აძლევთ , რომელიც უკავშირდება ცოდნის გაღრმავებას , საჭირო უნარ – ჩვევების გამომუშავებას , ასევე სამეცნიერო საკითხებსა და კრიტიკულ აზროვნებაში გათვიცნობიერებას .

პროექტს ახორციელებს ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი , ქუთაისის საერთაშორისო უნივერსისტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში . პროგრამის მონაწილეები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში https://www.facebook.com/KutaisiInternationalUniversity ჩაბარების შემთხვევაში , მულტიფუნქციური ცენტრისგან სპეციალურ გრანტებსაც მიიღებენ .

პროექტის მხარდამჭერია კომპანია „ ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც მუდმივად მოქმედებს კორპორატიული  , სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.

 

Comments
Loading...