ჭავჭავაძის N83-ში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია და ახალი სპორტული მოედნის მოწყობა დაიწყო

17

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის N83-ში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია და ახალი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოების შედეგად, განახლდება სკვერის სივრცე, დამონტაჟდება საპარკე ინფრასტრუქტურა, ტერიტორია გამწვანდება. გარდა ამისა, ამავე მისამართზე, მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად, თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი განთავსდება.

დასასვენებელი სივრცის და სპორტული მოედნის პროექტების ჯამური ღირებულება 303 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოები ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ტყემალაძესთან და ვაკის მაჟორიტარ დეპუტატთან პარლამენტში ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო.

Comments
Loading...