ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით, ჭავჭავაძის N19-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად გამოიცვლება ოთხივე სადარბაზოს მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი, ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.