ჭავჭავაძის პირველი შესახვევის N6-ის მიმდებარედ გამწვანების აქცია გაიმართა

19

ჭავჭავაძის პირველი შესახვევის N6-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა.

სკვერის ტერიტორიაზე 100 ძირი არიზონას კვიპაროსის ხე დაირგო.

ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ, პარლამენტის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა, შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორმა ვახტანგ ნოზაძემ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე პაატა ტოგონიძემ მიიღეს.

აღნიშნული სკვერი ვაკის რაიონის გამგეობამ მოაწყო. ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების სისტემა და გამწვანებული თარგები გაკეთდა. დაირგო ბალახის საფარი და სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი. აღსანიშნავია, რომ სკვერში და მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარიული ჭრის სამუშაოებიც განხორციელდა, რომლის ფარგლებში, დაავადებული და ხმობადი 100-მდე ფიჭვის ხე მოიჭრა.

გამწვანების აქციაში მონაწილეებს შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დაეხმარნენ.

Comments
Loading...