წყნეთში, საირმის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

10

ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დაზიანებული გზა წყნეთში, საირმის ქუჩაზე ეწყობა. სამუშაოების განხორციელების შედეგად, გზა, დაახლოებით, 3 000 კვ. მ ფართობზე რეაბილიტირდება, მოეწყობა გზის საფუძველი, სანიაღვრე ჭები და დაიგება ასფალტის საფარი.

სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.

პროექტის მიმდინარეობას ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი, დავით კვინიკაძე გაეცნო.

საირმის ქუჩის გარდა, გზის საფარი წყნეთში, გურამიშვილის N7-ში, გორგასლის I შესახვევში და თამარ მეფის N30-32-ში მოეწყო.

დაზიანებული საფარი ახლით ჩანაცვლდა და გადაადგილება უფრო კომფორტული გახდა.

Comments
Loading...