წყნეთში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

29

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში გზების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

ამ დროისთვის, ასფალტი იგება ასათიანის ქუჩაზე. პროექტის თანახმად, გზის საფარი 2500 კვ. მ ფართობზე განახლდება. გარდა ამისა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სრულდება ყაზბეგის, ჯავახიშვილის, 26 მაისის, ჭავჭავაძის ქუჩებსა და გაგრის IV ჩიხში.

ყაზბეგის ქუჩაზე 2300 კვ. მ ფართობის გზა განახლდება, ჯავახიშვილის ქუჩაზე – 1 163 კვ.მ, 26 მაისის ქუჩაზე – 3 843 კვ. მ, გაგრის IV ჩიხში – 1 781 კვ. მ, ხოლო ჭავჭავაძის ქუჩაზე – 1402 კვ. მ ფართობის გზის საფარს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

Comments
Loading...