წყნეთში, გაგრის და ახალდაბის ქუჩებზე გზის განახლება გრძელდება

15

ვაკის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას განაგრძობს. ამ დროისთვის რეაბილიტაციის პროექტი წყნეთში, გაგრის და ახალდაბის ქუჩებზე, ასევე ახალდაბის პირველ შესახვევში ხორციელდება. ტექნიკის საშუალებით სრულდება გზის საფუძვლის მოწყობა, რის შემდეგაც ასფალტის საფარი დაიგება. გარდა ამისა, მოწესრიგდება ასევე გაგრის N14-ის და N19-ის ეზოების საფარი.

2000-მდე კვ. მ ფართობის ტერიტორიის განახლებისთვის, 163 000 ლარია გამოყოფილი. პროექტს, გამგეობის დაკვეთის, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.

სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

Comments
Loading...