წყნეთში, არსენას ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე ეწყობა

58

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში, არსენას და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე დასასვენებელი სივრცე ეწყობა.

ტერიტორიაზე განთავსდება კეთილმოწყობილი საბავშვო ზონა სხვადასხვა ატრაქციონებით, დამონტაჟდება სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი, მოსასვენებელი პავილიონი, მოეწყობა განათების ქსელი, დაირგვება ბალახი და მცენარეები.

პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 109 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, დავით კვინიკაძე გაეცნო.

Comments
Loading...