წყნეთის ქუჩის N1-ში სახურავი განახლდა

47

ვაკის რაიონის გამგეობის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა გრძელდება.

ამჯერად, მრავალბინიანი კორპუსის სახურავი წყნეთის ქუჩის N1-ში განახლდა. პროექტის ღირებულება 13 000 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, ახლო მომავალში ამავე მისამართზე ლიფტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

შესაბამისი ბრძანება ამხანაგობის თავმჯდომარეს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით კვინიკაძემ გადასცა.

ლიფტის განახლების აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 22 000 ლარი გამოიყო.

Comments
Loading...