წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმი “იმერეთი” იყიდება

40

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქალაქი წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით, პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, გასაყიდად ყოფილი სანატორიუმი “იმერეთი” გამოიტანა.

წლების განმავლობაში ამორტიზირებული ყოფილი სანატორიუმი პროექტი “50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ფარგლებში იყიდება.

აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველმა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 110 ნომრის მქონე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო კომპლექსის აშენება და სულ მცირე 10 000 000 ლარის ინვესტიციის განახორციელება.

Comments
Loading...