ფალიაშვილის N78 ბ-ში ვაკის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფალიაშვილის N78ბ-ში არსებული წყალარინების ქსელი რეაბილიტირდა.
სისტემის განახლების პროექტის ღირებულებამ 23 533 ლარი შეადგინა. დასრულებული სამუშაოები ვაკის რაიონის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი მუსხელიშვილთან ერთად დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.