წუხელ “ყაზტრანსგაზმა” ბათუმის ქუჩაზე გაზის გაჟონვა აღმოფხვრა

38

წუხელ, გვიან ღამით, ბათუმის ქუჩიდან “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა, – ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ავრცელებს.

“27ა-ში კორპუსის დათვალიერებისას “ყაზტრანსგაზ-თბილისის” სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში გამათბობელი მოხსნილი იყო და გაზის რეზინის მილი, დანადგარზე მიერთების გარეშე, ღია მდგომარეობაში, იატაკზე ეგდო, საიდანაც გაზი ჟონავდა.

სპეციალისტებმა, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სასწრაფოდ გადაკეტეს გაზის მიწოდება. ბოლო სამ დღეში ეს დაახლოებით მეათე შემთხვევაა, როცა დაკეტილ ბინებში მობინადრეების მხრიდან თვითნებური, უკანონო მიერთებები და დაზიანებები დაფიქსირდა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments
Loading...