წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

5

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩაზე გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის თანახმად, ქუჩაზე მოეწყო 400-მდე გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი და ერთ კილომეტრამდე ბორდიური. ამჟამად კი, ასფალტის საფარი იგება.

ამავე პროექტის პირველ ეტაპზე, იოსელიანის ქუჩაზე გზა მოწესრიგდა.
სულ, განახლდება და მოწესრიგდება 12 000 კვ. მ ფართობის ტერიტორია. ორივე ქუჩაზე დაზიანებული გზის გამო გადაადგილება პრობლემური იყო.

სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

პროექტის ღირებულება 870 000 ლარს შეადგენს.

Comments
Loading...