წლის განმავლობაში, კომპანია Tesla მესამე მთავარმა ბუღალტერმა დატოვა

58

Tesla Inc.-ის მთავარმა ბუღალტერმა დეივ მორტონმა განაცხადა, რომ სამსახურს ტოვებს. იგი მხოლოდ ერთი თვის წინ დაინიშნა აღნიშნულ პოსტზე.

"Tesla-ს 6 აგვისტოს შევუერთდი, თუმცა საზოგადოებრივი ყურადღების დონემ კომპანიისადმი, აგრეთვე კორპორაციის შიდა ტემპებმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა", – აცხადებს მორტონი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზედმეტი დატვირთვა ერთადერთი მიზეზია, რის გამოც მან სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა.

"მინდა ვთქვა, რომ ეჭვი არ მეპარება Tesla-ში, მჯერა მისი მისიისა და პერსპექტივის და არც Tesla-ს ხელმძღვანელობასთან მაქვს უთანხმოება, ან მის ფინანსურ ანგარიშგებასთან", – აცხადებს მორტონი.

მორტონის Tesla-ს მთავარ ბუღალტრად დანიშვნის შესახებ 30 ივლისს გამოცხადდა. მანამდე, 1995 წლამდე იგი Seagate Technology-ში მუშაობდა, სადაც იგი აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტისა და ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე იყო.

Comments
Loading...