წინასწარი შეფასებით, 2019 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 3.5% შეადგინა

38

წინასწარი შეფასებით, 2019 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 3.5 პროცენტი შეადგინა.

2019 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, საფინანსო საქმიანობაში, ასევე უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში.

კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგებში.

 

Comments
Loading...