წინასწარი შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5,7% შეადგინა

290

საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,7 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,9 პროცენტი შეადგინა.

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის ოქტომბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობასა და უძრავი ქონებით ოპერაციების სფეროებში.

Comments
Loading...