წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის მშპ-ის მაჩვენებელი 6,8%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს

389

საქსტატის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2016 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 33 921,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 6,8 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 2,7 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 4,0 პროცენტით.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (17,1 პროცენტი) და ვაჭრობა (16,3 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,1 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,1 პროცენტი), მშენებლობა (8,3 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,6 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,8 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: სასტუმროები და რესტორნები (9,9 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,3 პროცენტი), მშენებლობა (8,1 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (7,6 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,7 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (4,8 პროცენტი).

კლება აღინიშნა ტრანსპორტის (-0,9 პროცენტი) და კავშირგაბმულობის (-0,2 პროცენტი) სექტორებში.

Comments
Loading...